უნებართვო მშენებლობის გამო, ბიზნესმენი $506,000-ით დააჯარიმეს და სახლსაც უნგრევენ

Construction News

საფრანგეთის სასამართლომ ფრანგი ბიზნესმენი, პიერე დიტერი უნებართვო მშენებლობის გამო 506,000 აშშ დოლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, მას სახლის დემონტაჟიც დაეკისრა. ბიზნესმენს სასამართლოს განჩინების აღსასრულებლად 18 თვის ვადა აქვს.

Insider-ის ინფორმაციით, ბიზნესმენმა 2000 წელს შეიძინა 200 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი და 10 წლის განმავლობაში, სამშენებლო ნებართვის გარეშე აქცია 3,000 კვადრატული მეტრის მდიდრულ საცხოვრებლად, რომლის ღირებულება უკვე 64 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ნიცადან 25 კმ-ის მოშორებით მდებარე სახლს პიერე დიტერი ქორწილებისა და წვეულებებისთვის, ასევე ფილმისა და სატელევიზიო შოუების გადასაღებად ხშირად აქირავებდა და მისი დღიური ღირებულება 50,000 ევრო იყო.

ბიზნესმენის სახლი ტოსკანას ტრადიციულ სტილშია აგებული და მას 18 ლუქს ოთახი, საცურაო აუზი და ვერტმფრენის ორი დასაჯდომი სივრცე აქვს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე შიდა და გარე ბაღებია გაშენებული.

მსგავსი სტატიები