უნგრეთში ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის $1,1 მილიარდიანი პროექტი განხორციელდება

Construction News

უნგრეთში ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის მშენებლობას გეგმავენ. ტერიტორია მდინარე დუნაის სანაპირო ზოლში გაშენდება. პროექტის “Hegyeshalom-Bezenye” ღირებულება $1,1 მილიარდია, განაშენიანების ფართობი დაახლოებით 500 ფეხბურთის მოედნის ტოლი იქნება.

ქალაქში ნახშირორჟანგის მოხმარება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ენერგიის წყაროებად ძირითადად მზესა და ბიო-რესურსებს გამოიყენებენ, რაც ადგილზე 5,000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის მხარს სამშენებლო კომპანია “KESZ Group” და უნგრეთის ხელისუფლება უჭერს.

პროექტის დასრულების შედეგად ადგილზე 1,000-მდე საცხოვრებელი სახლი, რესტორანი, სასტუმრო, რკინიგზის სადგური, სკოლები და სავაჭრო ზონები აშენდება.

პროექტი მოიცავს წყლის მართვის მდგრად პოლიტიკასაც, რომლის მიზანიც წყლის დონის რეგულარული კონტროლია. ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ევროპაში უმსხვილესი თევზჭერისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარებაც.

მსგავსი სტატიები