უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო პოზიციებში, სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერობენ

Construction News

2020 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1,235.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე – მონაცემებს “საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური” აქვეყნებს.

უწყების ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით შემცირდა და 894 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციების ჩამონათვალში პირველი ადგილი უჭირავს სპილენძის მადნებს და კონცენტრატებს, ხოლო მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 258.1 მილიონი აშშ დოლარი, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.9%-ს შეადგენს.
  2. ფეროშენადნობები – 108.8 მილიონი აშშ დოლარი, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2%-ს შეადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  • ჩინეთი – 162.9 მლნ. აშშ დოლარი;
  • რუსეთი – 141.9 მლნ. აშშ დოლარი;
  • ბულგარეთი – 136.6 მლნ. აშშ დოლარი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მიმაგრებული ფაილი:

წყარო: geostat.ge

მსგავსი სტატიები