უმსხვილესი დახურული არენა დუბაიში წელს გაიხსნება

Construction News

Dubai Arena – უმსხვილესი დახურული არენა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში წელს გაიხსნება. პროექტის მშენებლობაზე კომპანია Meraas მუშაობს.

Russianemirates-ის ინფორმაციით, Dubai Arena-ზე მასშტაბური კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება, ასევე კონფერენციები და ფესტივალები. არენა ერთდროულად 17 ათას ადამიანს დაიტევს.

დუბაი არენა Anschutz Entertainment Group-ში შემავალი საერთაშორისო კომპანია AEG Ogden-ის მფლობელობაშია. ამ უკანასკნელის პორტფელშია ასევე The O2 ლონდონში, STAPLES Center ლოს-ანჯელესში, Mercedes-Benz Arena შანხაიში და Qudos Bank Arena სიდნეიში.

მსგავსი სტატიები