უკრაინაში მრავალფუნქციური შენობების მაქსიმალური სიმაღლის დასაშვები ნორმა შეიცვალა

Construction News

უკრაინის სამშენებლო რეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში ამ დრომდე აკრძალული იყო ისეთი მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 100 მეტრს აღემატებოდა. თუმცა აღნიშნული ნორმა შეიცვალა და შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე უკვე 150 მეტრია, რაც დაახლოებით 50-სართულიანი ნაგებობის მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული ცვლილების შესახებ მედიასთან უკრაინის რეგიონული განვითარებისა და განსახლების მინისტრის მოადგილემ, ლევ ფარცხალაძემ განაცხადა. მისი თქმით, სიახლე უკრაინის სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას კიდევ უფრო გაზრდის. ჯერჯერობით ცვლილებები მხოლოდ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე გავრცელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, სტანდარტების ცვლილების პაკეტმა დამტკიცების პროცედურა უკვე გაიარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში ზოგიერთ შემთხვევაში დაშვებული იყო 100-მეტრზე მეტი სიმაღლის ნაგებობის აშენება, მაგრამ ამისათვის სპეციალური ნებართვის მოპოვება იყო საჭირო.

მსგავსი სტატიები