უკრაინაში ავტონომიური სახლების წარმოება დაიწყო

Construction News

კომპანიამ “PassivDom” უკრაინაში ავტონომიური სახლების წარმოება დაიწყო.

ჩვენ გავყიდეთ ლიცენზია უკრაინაში “ModulOne” სახლების წარმოებაზე. უკრაინის ბაზრისთვის სპეციალური, დაბალი ფასი შევიმუშავეთ, შეკვეთებს საიტის მეშვეობით ვიღებთ, ხოლო ოქტომბრისთვის პირველი შეკვეთილი სახლის მიწოდებას ვგეგმავთ”, – განაცხადა “PasiivDom”-ის დამფუძნებელმა, მაკსიმ გერბუტმა.

უკრაინაში “PasiivDom”-ის პრეზენტაცია 2019 წლის 23 მაისს გაიმართა – აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ IT კონფერენცია “iForum”-ზე.

“PasiivDom”-ის მთავარი უპირატესობა, მის ავტონომიურობაში მდგომარეობს – მას არ ჭირდება კომუნიკაციებთან (დენი, გაზი, წყალი) მიერთება, რადგან თავად აქვს დამოუკიდებლად, ყველა პირობა ცხოვრებისთვის. ერთ ასეთ სახლს დაახლოებით 20-ჯერ ნაკლები ენერგია ესაჭიროება, ვიდრე ჩვეულებრივ საცხოვრებელს და მოიხმარეს მხოლოდ განახლებად ენერგიას.

სახლში არის ავეჯი, სამზარეულო, ტექნიკა, ინტერნეტი, “ჭკვიანი საკეტი”… “PasiivDom”-ში ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა ინტელექტუალური სისტემა, რომლებიც წყლისა და ჰაერის ხარისხს აკონტროლებენ.

უკრაინის საწარმოო ხაზი თვეში 5 – 6 სახლს გამოუშვებს. ჩვენ შეგნებულად ვიწყებთ მინიმალური მასშტაბით წარმოებას, რომ ყველა მოსალოდნელი გართულება თავიდან ავიცილოთ. უკრაინაში ამისთვის არის ხელსაყრელი გარემო, სერტიფიცირება, ლიცენზირება და ასევე ძალიან შრომისმოყვარე ადამიანები – წარმოების ჩაშვება უკრაინაში, საკმაოდ საინტერესოა”, – აცხადებს მაკსიმ გერბუტი.

მსგავსი სტატიები