უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის მშენებლობაზე მუშაკს ტრაქტორმა გადაუარა

Construction News

უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებისას, მუშაკს ტრაქტორმა გადაუარა.

დაშავებულს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ზესტაფონში “ფერო-მედის” საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად მუშაკს ფეხები დაუზიანდა. ექიმებმა ერთი ფეხის შენარჩუნება შეძლეს, ხოლო მეორე ფეხზე ამპუტაცია ჩაუტარდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებული მუშაკის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს მშენებელი კომპანია “China Road and Bridge Corporation”.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

(ფოტო არ ასახავს ინციდენტის ადგილს)

მსგავსი სტატიები