უბედური შემთხვევის გამო მეტროს მოძრაობა შეფერხებულია

Construction News

მეტოსადგურ “სარაჯიშვილზე“ ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით.

ამასთან, „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“  მოძრაობა შეჩერებულია.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება.

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები