ტყიბულის შახტაში 55 წლამდე კაცის სამძებრო-სამუშაოები გრძელდება

Construction News

ტყიბულში, ერთ-ერთ კერძო შახტაში 55 წლამდე კაცის ძებნა გრძელდება. სამძებრო – სამუშაოებში მაშველებს მეშახტეებიც ეხმარებიან.

სპეციალისტების განცხადებით, შემთხვევის მიზეზი შესაძლოა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. შემთხვევას „საქნახშირის“ წარმომადგენელიც გამოეხმაურა, რომლის თქმით, შახტა კერძო მფლობელობაშია და ადგილზე ქვანახშირი ღია კარიერული წესით მოიპოვება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთ-ერთ კარიერზე მიწა ჩამოიშალა და მუშაკი მოიყოლა. 55 წლამდე კაცის სამძებრო – სამუშაოები გუშინ, 4 საათიდან მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები