ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

Construction News

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო” ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

ამ ეტაპზე სამუშაოები საჩხერეში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

“ეროვნული სატყეო სააგენტო” გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.

სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.

მსგავსი სტატიები