ძერჟინსკის საწარმოში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 116-მდე გაიზარდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
კლინიკაში ამ დრომდე რჩება 17 პირი, ხოლო ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 1 ივნისს, ნიჟეგოროდის ოლქში, ტროტილის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში “კრისტალი” სამი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზე ხანძარი გაჩნდა.
ინციდენტის შედეგად 450-ზე მეტი შენობის შუშები დაზიანდა, მათ შორის 32 სკოლა და 55 საბავშვო ბაღია.
გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.
წინასწარი მონაცემებით, ზარალის მოცულობა დაახლოებით ერთ მილიონ რუბლს შეადგენს.
ria.ru