დონალდ ტრამპმა 20 მილიონი დოლარი მოითხოვა შენობისთვის Trump Tower-ის სახელის მინიჭების სანაცვლოდ, რომლის აშენება რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში იგეგმებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ანტერპრენიორ პაველ ფუქსზე დაყრდნობით წერს.
ფუქსის ინფორმაციით, ტრამპთან ცათამბჯენის აშენების შესახებ არაერთხელ უსაუბრია, მათ შორის ნიუ-იორკსა და ფლორიდაში. 2006 წელს ის მოსკოვში ტრამპის შვილებსაც შეხვდა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს 10 მილიონი დოლარი შესთავაზა, რათა მას ცათამბჯენისთვის Trump Tower-ის სახელის მინიჭების ნებართვა მიეცა, თუმცა ტრამპმა პოზიცია არ შეიცვალა, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა.
ntv.ru