ტრამპი მზადაა, მექსიკასთან საზღვარი „ცოცხალი კედლით“ გაამაგროს

Construction News

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ მექსიკასთან საზღვარზე კედელი არ აშენდება, ის მზადაა, სახელმწიფო საზღვარი „ცოცხალი კედლით“ გაამაგროს და ადგილზე კიდევ უფრო მეტი სამხედრო გაგზავნოს.

„მექსიკის მხრიდან უამრავი ადამიანი მოდის, რომლებსაც ჩვენი სამხრეთის საზღვრის შტურმით აღების იმედი აქვს. ჩვენ ადგილზე  უფრო მეტი სამხედროები გავგზავნეთ. თუ საჭირო გახდება, ჩვენ მანდ ადამიანებისგან ავაშენებთ კედელს“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების წინააღმდეგ გამოდიან კონგრესში დემოკრატები, რომლებმაც ბიუჯეტში კედლის აშენებისთვის საჭირო თანხების გამოყოფაზე უარი თქვეს. ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, აშშ-ში მთავრობამ დროებით მუშაობა 22 დეკემბერს  შეაჩერა და ქვეყნის ისტორიაში „შათაუნი“ ყველაზე დიდხანს – 35 დღე გაგრძელდა. ამ ეტაპზე „შათდაუნი“ დროებით დასრულებულია და დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ 15 თებერვლამდე საკითხზე შეთანხმება არ შედგება, შესაძლოა, აშშ-ში ახალი „შათდაუნი“ დაიწყოს.

აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. “შათდაუნი” მანამდე გრძელდება, სანამ კონგრესი ბიუჯეტის ახალ დოკუმენტს არ მიიღებს და პრეზიდენტი ხელის მოწერით კანონად არ აქცევს.

ntv.ru

მსგავსი სტატიები