ტრამპის მხარდამჭერებმა აშშ-სა და მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა დაიწყეს

Construction News

დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა საკუთარი ხარჯებით, აშშ-სა და მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა დაიწყეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ვეტერანმა, ბრაიან კოლფეიჯმა მშენებლობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ვეტერანმა აღნიშნა, მშენებლობის დაწყება ბოლო ერთ წლის განმავლობაში წარმოებული კამპანიის საშუალებით შეგროვებული 22 მილიონი დოლარით მოხერხდა.

ამერიკელმა ვეტერანმა აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად კამპანია მას შემდეგ წამოიწყო, რაც კონგრესმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას კედლის აშენებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობა გაუწია.

ცოტა ხნის წინ კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ საზღვართან კედლის აშენებისთვის გამოყოფილი თანხის გამოყენება დროებით აკრძალა. საქმე ეხება ერთ მილიარდ დოლარს, რომელიც 2019 წლის მარტში პენტაგონმა საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყო.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად 6,7 მილიარდი დოლარია საჭირო. აღნიშნული თანხის მიღების მიზნით რამდენიმე თვის წინ თეთრი სახლის ლიდერმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა.

მსგავსი სტატიები