ტრამპის ვეტო – მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა არ გაუქმდება

Construction News

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით მის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითვალისწინებდა.

მან დოკუმენტს ხელი მოაწერა და აღნიშნა, რომ  ვეტო „უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ჩვენს საზღვარზე“.

ვეტოს დასაძლევად კონგრესის თითოეულ პალატაში – სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში ხმათა ორი მესამედია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ლიდერმა თებერვალში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა მექსიკასთან კედლის მშენებლობისთვის დამატებითი თანხები კონგრესის გვერდის ავლით მიეღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, კონგრესმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც მის გაუქმებას ითვალისწინებდა. მექსიკასთან კედლის მშენებლობით გამოწვეული კრიზისის გამო, ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირდა ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნი”, რაც ფედერალური მთავრობების მუშაობის ნაწილობრივ შეწყვეტას გულისხმობს. ტრამპის ადმინისტრაციას მექსიკასთან კედლის აშენება არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად სურს.

მსგავსი სტატიები