ტრაგედიიდან 10 თვის შემდეგ მორანდის ხიდის დემონტაჟი განხორციელდა

Construction News

იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში, ხიდი მორანდის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟი განხორციელდა. ხიდი თითქმის ერთი წელი იდგა ნაწილობრივ ჩამონგრეულ მდგომარეობაში, მას შემდეგ რაც 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დემონტაჟის ექსპერტებმა სამუშაო, ადგილობრივი დროით დილის 9:30 საათზე დაიწყეს და ხიდის დარჩენილი ორი სექციის სრული დემონტაჟი, აფეთქების გზით განახორციელეს.

დემონტაჟის დროს, მიმდებარე ტერიტორიიდან 4,000 ადამიანი იყო ევაკუირებული საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან.

აფეთქებიდან დაახლოებით 7 წამში ხიდი სრულად დაინგრა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აგვისტოში, ძლიერი წვიმის შედეგად ბეტონის ხიდი ჩამოინგრა და 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინციდენტმა მთელი იტალია შეძრა და  მწვავე დებატები გამოიწვია, ინფრასტრუქტურული მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მსგავსი სტატიები