შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ხეს 3-ჯერ უფრო მკვრივს ხდის

Modern Roofing

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია ხის მასალას ფოლადის სიმტკიცეს მატებს. გარდა ამისა, ინოვაციური ტექნოლოგიით დამუშავებული მასალა სიმსუბუქითაც გამოირჩევა და მისი გამოყენება სამშენებლო სექტორსა და საავტომობილო მრეწველობაში შეიძლება.

ტესტირების პროცესში აღმოჩნდა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიით დამუშავებული ხის ზომა 80%-ით მცირდება, თუმცა ის 3-ჯერ უფრო მკვრივია და 11,5-ჯერ უფრო რთულად დეფორმირდება.

Building-Tech-ის ინფორმაციით, მასიური ხე სიმტკიცეს ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და ნატრიუმის სულფიტის ხსნარში ადუღების შედეგად იძენს. პროცედურის შემდეგ, ხის მასალისგან ის ნივთიერებები გამოიდევნება, რომლებიც მის პლასტიურობას განსაზღვრავს.

ნივთიერებები, რომლებსაც ინოვაციურ ტექნოლოგიაში იყენებენ, გარემოსთვის საფრთხის შემცველი არაა. გარდა ამისა, ისინი იაფი და ხელმისაწვდომია. შედეგად, ხე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ სამშენებლო მასალად ითვლება, ფოლადის ალტერნატივად განიხილება.

მსგავსი სტატიები