ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის სამშენებლო პროცესს გაეცნენ

Construction News

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებთან  ერთად, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე იმყოფებოდნენ. სტუდენტებს, საშუალება ჰქონდათ ხიდების, მიწისქვეშა გასასვლელებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაცნობოდნენ.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.

პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)  და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. 

პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტექნიკური მიმართულებით  სტაჟირების პროგრამის დაწყებას გეგმავს, რომლის საშუალებითაც სტუდენტებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დასკვნის უნარის  განვითრების საშუალება მიეცემათ.

მსგავსი სტატიები