ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობა ააფეთქეს

Construction News

უკრაინაში, ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობა ააფეთქეს. ინციდენტი შუაღამეს, ადგილობრივი დროით 03:40 საათზე მოხდა.

აფეთქებისას არავინ დაშავებულა, დაზიანებულია ტელეკომპანიის შენობის ფასადი.

ინციდენტი კამერებმა დააფიქსირეს – როგორც ჩანაწერიდან ორკვევა, პროცესში ჩართული იყო ორი ადამიანი, რომლებიც  დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ საქმე ტერაქტის კვალიფიკაციით აღძრა. ასაფეთქებელი მასალის ნარჩენები ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

ინციდენტამდე, ტელეკომპანია “112 უკრაინა” აცხადებდა, რომ იღებდა მუქარებს, რადგან აპირებდა ფილმის “ბრძოლა უკრაინისთვის” ჩვენებას, რომელიც ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნისა და უკრაინელი დოკუმენტალისტის იგორ ლეპაწენოკის ერთობლივი ნამუშევარია.

მსგავსი სტატიები