ტანზანიაში მწვერვალ კილიმანჯაროზე საბაგიროს აშენება იგეგმება

Construction News

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ მწვერვალ კილიმანჯაროზე საბაგირო გზის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ინიციატორი ტანზანიის ხელისუფლებაა. ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, კონსტანტინე კენიასუმ განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის მწვერვალის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დამთავრების შემდეგ გაირკვევა, რამდენად შესაძლებელია სამშენებლო პროექტის განხორციელება.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, საბაგირო გზა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. უცხოელ ვიზიტორებს კი კილიმანჯაროს მწვერვალზე ასვლა კიდევ უფრო გაუმარტივდებათ.

ცნობისთვის – ყოველწლიურად ტანზანიაში 5,895-მეტრის სიმაღლის მწვერვალის სანახავად ნახევარი მილიონი ადამიანი ჩადის.

მსგავსი სტატიები