ტაილანდში ჩქაროსნული რკინიგზის $6,9-მილიარდიანი პროექტი განხორციელდება

Construction News

ტაილანდში $6,9 მილიარდის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებენ. რკინიგზის დაგეგმილი მშენებლობა ქვეყნის 3 ყველაზე დიდ აეროპორტს დააკავშირებს ერთმანეთთან. ინფორმაციას ტაილანდის სახელმწიფო რკინიგზა ავრცელებს.

პროექტის განხორციელების ნებართვა CP Group-მა ჯერ კიდევ ნოემბერში მიიღო, თუმცა ფინანსური გაურკვევლობის გამო, მოლაპარაკება შეწყდა. მოგვიანებით, ფინანსურ ინსტიტუტებთან საკითხის გარკვევის შემდეგ, ტაილანდის სახელმწიფო რკინიგზამ პროექტზე მსჯელობა განაახლა. Global Construction Review-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები საბოლოოდ აპრილში დასრულდება.

რკინიგზის სიგრძე 220 კილომეტრი იქნება და იგი ბანგკოკის, დონ მიანგისა და სუვერნაბუმის აეროპორტებს დააკავშირებს ერთმანეთთან.  

პროექტი ,,აღმოსავლეთის ეკონომიკური დერეფნის” ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია განახორციელებს.

მსგავსი სტატიები