ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა ბანგკოკის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბანგკოკის გუბერნატორის ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მისი განმარტებით, შენობა მანამდე არ გაიხსნება, სანამ უსაფრთხოების ყველა ზომა არ იქნება მიღებული .
ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ცნობისთვის, ბანგკოკის სავაჭრო ცენტრი მსოფლიოს 11 უდიდეს სავაჭრო ცენტრს შორისაა.