ტაივანში ბაზრის შენობას ააგებენ, რომლის სახურავზე პლანტაციები გაშენდება

Construction News

ტაივანში, ჰოლანდიური არქიტექტურული ფირმა “MVRDV” ხილისა და ბოსტნეულის ბაზრის უზარმაზარ შენობას ააგებს, რომლის სახურავზე ანანასის, ბრინჯის, ვარდებისა და ჩაის პლანტაციები განთავსდება. მწვანე საფარი სახურავის 11,510 კვადრატულ მეტრს დაიკავებს.

პროექტის მიხედვით, შენობის საერთო ფართობი 80,000 კვ.მ-ია.

Archdaily.com-ის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ტაივანის აღმოსავლეთით მიმდინარეობს და გზატკეცილთან სიახლოვის გამო, მოსახლეობისთვის ადვილად მისასვლელი იქნება. 4-სართულიანი შენობის ღია ტალღოვანი ჭერი ბუნებრივ ვენტილაციას უზრუნველყოფს. ობიექტში კომპანიის ადმინისტრაციული ოფისი და რესტორანიც განთავსდება.

გარდა ამისა, შენობის გეგმა საგამოფენო სივრცესაც ითვალისწინებს, სადაც პერიოდულად რეგიონის აგროკულტურული პროდუქტები გამოიფინება. ტერასებზე საპიკნიკო მაგიდებსაც განათავსებენ, რაც შენობას რეკრეაციულ ფუნქციასაც შესძენს.

პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო, მშენებლობის დასრულება კი 2020 წლისთვის იგეგმება.

მსგავსი სტატიები