სუდანში პრეზიდენტის სასახლეში ხანძარი გაჩნდა

Construction News

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში ძლიერი ხანძარი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სასახლის მეორე სართულზე გაჩნდა. მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Baj News-ის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

ძველი საპრეზიდენტო კომპლექსის უმეტესი შენობები, სადაც ხანძარი გაჩნდა, არ ფუნქციონირებს, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ რეზიდენციაში გადავიდა.

ხარტუმში მდებარე სასახლე პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია იყო 2015 წლამდე. 1830-იან წლებში აშენებული შენობა ქვეყნის არქიტექტურული ძეგლია.

მსგავსი სტატიები