შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეკოლოგიურად სუფთა შენობის სტატუსი მიანიჭეს. შენობა 2019 წლის “BREEAM” სერტიფიკატით დაჯილდოვდა “საჯარო სივრცის პროექტების” კატეგორიაში.
დაწესებულების სახურავზე, რომელიც 1,100 კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს, გამოყოფილია სივრცე 8 სხვადასხვა ტიპის ნარჩენის სეპარაციისთვის. გარდა ამისა “მწვანე სახურავზე” დამონტაჟებულია სპეციალური სავენტილაციო და სიგნალიზაციის სისტემები.
Sc-os-ის ინფორმაციით, საპატიმროს ეკოლოგიურად სუფთა შენობად ადაპტირებაზე შვედეთის პრობაციის ორგანიზაცია “Kriminalvarden” მუშაობდა. პროექტის მიზანი, პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გარემოს ზიანის შემცირება იყო.