სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დასეტყვილია მუნიციპალიტეტის სამი სოფელი: გავაზი, ჭიკაანი და ახალსოფელი.
დაზიანებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები. ქარმა მოგლიჯა ხეები, რის გამოც საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეფერხდა. ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. სპეციალური კომისია მუშაობას დღეს დაიწყებს.