“საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური” საქართველოს საგარეო ვაჭრობის, 2019 წლის იანვარი-ივნისის ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ. აშშ დოლარი (4.9 %-ით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5% შეადგინა.

რაც შეეხება მშენებლობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, 2019 წლის იანვარი-მაისის იმპორტისა და ექსპორტის წინასწარი მონაცემები შემდეგია:


წყარო – geostat.ge