თურქეთის ქალაქ სტამბოლში 6-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, ათობით ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულ შენობაში 12 ოჯახი ცხოვრობდა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.


