სტამბოლში სახლის ჩამონგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

Construction News

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 6 დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ.

მაშველებმა 5 წლის გოგო გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევების ქვეშ 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში სხვადასხვა უწყების 500 წარმომადგენელი მონაწილეობს.

შენობის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზი რამდენიმე სართულის უკანონო დაშენება გახდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

სტამბოლში 6-სართულიანი შენობა 6 თებერვალს დაინგრა. საცხოვრებელ სახლში 13 ბინა მდებარეობდა და მასში 43 ადამიანი ცხოვრობდა.

მსგავსი სტატიები