სტამბოლში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

Construction News

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, 6-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი ექვსამდე.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და 3 დაშავებულის შესახებ.

შენობაში, რომელიც ჩამოინგრა, 14 ბინა იყო განთავსებული. მასში 43 ადამიანი იყო დარეგისტრირებული.

ადგილზე სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, რამდენიმე სართულის უკანონო დაშენება გახდა.

მსგავსი სტატიები