სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი დაიხურა

Construction News

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. აეროპორტიდან ბოლო ავიარეისი 6 აპრილს ავიაკომპანია “Turkish airlines”-ის თვითმფრინავმა შეასრულა.

დღეიდან ათათურქის აეროპორტის ნაცვლად, ავიარეისები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა. ის ექსპლოატაციისთვის უკვე მზადაა, თუმცა მისი მშენებლობა საბოლოოდ 2023 წელს დასრულდება.

მშენებლობის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, სტამბოლის ახალი აეროპორტი მსოფლიოს უდიდესის სტატუსს მოიპოვებს და ყოველწლიურად 200 მილიონ მგზავრს მოემსახურება. აეროპორტის საერთო ფართობი 76,5 მილიონი კვადრატული მეტრია. ტერიტორიაზე 500 თვითმფრინავი დაეტევა და 6 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იქნება. აეროპორტის ტერიტორიაზე 70 ათასი მანქანის პარკირება იქნება შესაძლებელი. აეროპორტიდან ყოველდღიურად 2 ათასი თვითმფრინავი 350-ზე მეტი მიმართულებით იფრენს.

მსგავსი სტატიები