სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციაზე €525 მილიონი დაიხარჯება

Construction News

საფეხბურთო კლუბი “რეალ მადრიდი” საკუთარი სტადიონის განახლებას გეგმავს. “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია €525 მილიონი დაჯდება.

კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, “სანტიაგო ბერნაბეუ” მომავლის ციფრული სტადიონი გახდება. სტადიონზე მოძრავი სახურავი და ტიტანის ფასადი აშენდება. გარდა ამისა, 360-გრადუსიანი ტაბლოს დამონტაჟებაც იგეგმება.

Dailymail-ის ინფორმაციით, სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები სეზონის ბოლოს დაიწყება და 2023 წლისთვის დასრულდება.

“სანტიაგო ბერნაბეუ” მადრიდში 1947 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა.

მსგავსი სტატიები