სპორტული ქალაქის მშენებლობისთვის საუდის არაბეთის მეფემ ერაყს $1,000,000,000 აჩუქა

Construction News

საუდის არაბეთის მეფემ, სალმან ბენ აბდულ აზიზ ალ საუდმა ერაყის ხელისუფლებას მილიარდი დოლარი აჩუქა, რომელიც ბაღდადში სპორტული ქალაქის მშენებლობას მოხმარდება. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

გასულ წელს ერაყის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი ქვეყანაში სტადიონის აშენებას აპირებს, რომელიც 100,000 მაყურებელზეა გათვლილი. მოგვიანებით, სამეფოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ბაღდადში არა მხოლოდ სტადიონის აშენებას გეგმავს, არამედ მასშტაბური სპორტული კომპლექსის.

მსგავსი სტატიები