„სპეციალური ღვედის გაკეთება არ მივიჩნიეთ საჭიროდ“- მუშაკი

Construction News

„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშაკები აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს.

მუშაკების თქმით, ისინი დამცავ საშუალებებს მუდმივად იყენებენ, მაგრამ დაბალი სიმაღლიდან გამომდინარე, ამჯერად დამცავ საშუალებებზე უარი თქვეს. აღნიშნულ ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი მუშაკის, გიორგი ლიპარტელიანის თქმით, სპეციალური ღვედის გაკეთება არ მიიჩნიეს საჭიროდ, რადგან მცირე ხნის, დაახლოებით 1-2 საათის სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი.

ამ დროისთვის, ორი მუშაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო მესამე დღეს უკვე პალატაში გადაიყვანეს.

მსგავსი სტატიები