სოხუმის სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია

Construction News

აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოხუმის მეორე საშუალო სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია.

უწყების თქმით, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა სკოლის სახურავი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი პუშკინის სახელობის მეორე საშუალო სკოლაში დღეს დილით გაჩნდა. ადგილზე 100 მეხანძრე და 10 სამაშველო მანქანა მუშაობდა.

მსგავსი სტატიები