სოხუმის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში ხანძარია

Construction News

სოხუმში, პუშკინის სახელობის  N2 საშუალო სკოლაში ხანძარია. დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ცეცხლი შენობაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას 12 სამაშველო ჯგუფი ცდილობს. ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მათივე თქმით, ექსპერტები ჯერ არ საუბრობენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და განათლების მინისტრი ადგურ კაკობა.

მსგავსი სტატიები