სოჭის სანაპიროზე ათეულობით მრავალსართულიან შენობას დაანგრევენ

Construction News

რუსეთის ქალაქ სოჭის სანაპიროზე, უკანონოდ აშენებულ ათობით მრავალსართულიან შენობას დაანგრევენ. კანონმდებლობით, ამ ადგილას 3 სართულზე მეტი სიმაღლის მქონე შენობის აშენება იკრძალება. შენობებში ბინები უკვე გაყიდულია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შენობების დემონტაჟი უკვე დაიწყო. სოჭის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მშენებელმა სამშენებლო კანონმდებლობა უხეშად დაარღვია, რადგან შენობები ზედ სანაპიროზე ააშენა. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე სხვა ტიპის შენობები უნდა აშენებულიყო.

თავიდან მშენებელმა ამ ტერიტორიაზე არაუმეტეს სამსართულიანი კერძო სახლების აშენების ნებართვა მიიღო, თუმცა, საბოლოოდ დაგეგმილი სახლების ნაცვლად 12 სართულიანი შენობები აშენდა. შენობები სანაპიროსთან ისე ახლოს არის, რომ შტორმის დროს ტალღები პირველ სართულამდე აღწევს.

ადამიანები, რომლებიც უკანონო მშენებლობის გამო, ბინისა და ფულის გარეშე დარჩნენ, სასამართლოში კოლექტიური სარჩელის შეტანას გეგმავენ.

ntv.ru

მსგავსი სტატიები