სოჭის მიწათსარგებლობისა და მშენებლობის წესებში ცვლილებები შევიდა

Construction News

უკანონო მშენებლობის აღკვეთის მიზნით, ქალაქ სოჭის მიწათსარგებლობისა და მშენებლობის  წესებში ცვლილებები შევიდა.

ქალაქის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და კეთილმოწოყობის სამსახურმა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა განახორციელა. კვლევის ანალიზის შედეგად, გადაწყდა ცვლილებები შევიდეს სოჭის მიწათსარგებლობისა და მშენებლობის წესებში. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის  საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული.

მიღებული ცვლილებები სრულად გამორიცხავს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ისეთი ტიპის დასახებებში, სადაც ძირითადად ინდივიდუალური ერთბინიანი  საცხოვრებელი სახლები (ე.წ. კერძო სახლები) არის გაშენებული.

ფორმულირება შეეხო ინდივუალური ერთბიანიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებულ წესებს. ამიერიდან, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 500 კვ.მ-ს, თუ მიწის ნაკვეთი 650-დან – 1,200 კვ.მ.-მდეა. აღნიშნული რეგულაცია გამორიცხავს მრავალბინიანი შენობის მშენებლობას, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სექტორში (ე.წ კერძო დასახლება).

კიდევ ერთი ცვლილება შეეხო იმ მიწის ნაკვეთებს, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული, კერძოდ: 2004 წლის 29 დეკემბრის “საცხოვრებელი კოდექსის” ამოქმედებამდე აშენებული, მრავალსართულიანი კორპუსის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და საკადასტრო კოდის მინიჭება ამიერიდან გამარტივდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ტერიტორიულ ზონაშია მშენებლობა განხორციელებული. აღნიშნული რეგისტრაცია აქამდე საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურასთან იყო დაკავშირებული.

ყველა ცვლილება, ქალაქის საკრებულოს სხდომის დასრულებისთანავე შევიდა ძალაში.

წყარო: minstroyrf.ru

მსგავსი სტატიები