სოციალური ქსელი “InTribe.Me” საერთო ღირებულებების მქონე სამეზობლოს ქმნის

Modern Roofing

საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში “მომავლის სახლი დღეს” წარდგენილი იყო პროექტი “InTribe.Me”, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში “მედია არჩევანი”.

სახელწოდება “InTribe.Me” ნიშნავს “ჩამრთეთ ტომში” – ეს ფრაზა საკმაოდ მკაფიოდ გადმოსცემს პროექტის ძირითად არსს.

პროექტის კონცეპციის უნიკალურობა, მის სოციალურ ქსელზე ორიენტაციაში მდგომარეობს.

ამ სოციალური პროექტის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ შეარჩიონ საცხოვრებელი, მათთვის საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ერთად.

“InTribe.Me” გარკვეული კითხვების საფუძველზე ადგენს მათ ინტერესებს, შეხედულებებს და შემდეგ აჯგუფებს ერთი ხედვის ადამიანებს. რეალურად პროექტი მომხმარებელს, სულიერად ახლო მეზობლების აღმოჩენაში ეხმარება.

დასაწყისში, მომავალი მეზობლები ჯგუფებად ერთიანდებიან ამ სოციალური ქსელის მეშვეობით, რის შემდეგაც უკვეთავენ საცხოვრებელ სახლს დეველოპერულ/სამშენებლო კომპანიას, ან ერთად იღებენ იჯარით საცხოვრებელ ფართს.

რეალურად, ქსელი ეხმარება ადამიანებს საერთო ღირებულებების მქონე სამეზობლოს აღმოჩენასა და ფორმირებაში, ხოლო ღირებულებების პროფილის ფორმირება,  კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად ხდება.

კითხვები ეხება შემდეგ საკითხებს:

პოლიტიკა;

პრიორიტეტები;

სექსი და გენდერი;

როგორ ვიცხოვროთ;

ვისთან ერთად ვიცხოვროთ;

დასვენება;

სპორტი;

და სხვა..

მსგავსი სტატიები