სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული 28 პროექტი უკვე დასრულდა

Construction News

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება, მას შემდეგ რაც საკრებულოებმა ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შერჩეული 4,801 პროექტი დაამტკიცეს, ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოების ნაწილი უკვე დაიწყო და ზოგიერთი მათგანი დასრულდა კიდეც.

დღეის მდგომარეობით, ხელშეკრულება გაფორმებულია 4.85 მილიონი ლარის ღირებულების 435 პროექტზე. მათ შორის, 28 პროექტი უკვე დასრულდა დუშეთის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის, დედოფლისწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

პროგრამის ფარგლებში, ამ მუნიციპალიტეტებში განხორციელდა გარე განათების, სანიაღვრე არხების, სასაფლაოს კეთილმოწყობის, გზების მოხრეშვის და წყლის სისტემების სამუშაოები.

პროცესი გრძელდება და 2020 წლამდე ყველა პროექტის დასრულება იგეგმება.

მსგავსი სტატიები