სოფიაში ორიგინალური ექსტერიერის საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა

Construction News

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ორიგინალური ექსტერიერის საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა.

დიზაინერების თქმით, შენობის კომპლექსის ექსტერიერს სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება მოეძებნოს. ერთ-ერთი ვერსიით, 5 სხვადასხვა სიმაღლის ნაგებობაში 2 მოზარდი და 3 ბავშვი იგულისხმება. კომპლექსის ფასადისთვის გამოყენებულია დიდი რაოდენობით მინა. არქიტექტურულ პროექტზე კომპანია Stanislavov Architects მუშაობდა.

საცხოვრებელი ნაგებობა 5 ნაწილად არის დაყოფილი და ყველაზე მაღალი კორპუსის სიმაღლე 100 მეტრია. თითოეულ სექციას შესასვლელი მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს.

sc-os-ის ინფორმაციით, კომპლექსის ფართობი, დაახლოებით, 30,000 კვადრატული მეტრია. შენობაში 158 საცხოვრებელი ერთეულია განთავსებული. კომპლექსი ასევე მოიცავს კომერციულ ფართსა და ორდონიან საპარკინგე ზონას შენობის ქვეშ.

მსგავსი სტატიები