სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმი გაიხსნება

Construction News

სოფელ ხიბულაში მდებარე სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი “ქართუ” საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმს გახსნის. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ყოფნის დროს გახდა ცნობილი.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. 

ასევე გადაწყდა, რომ სოფელში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოხდება გაზითა და წყლით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციასაც ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.

მსგავსი სტატიები