სოფელ ჭოგნარში მოსახლეობამ ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ხეები დარგო

Construction News

თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ტერიტორიაზე, სადაც ნაგავსაყრელის მოწყობაა დაგეგმილი, აქცია გამართა და ნერგები დარგო.

“topnews”-ის ინფორმაციით, დღევანდელი აქციით მოსახლეობამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მწვანე საფარისა და ბუნების მნიშვნელობა შეახსენა. ისინი ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის მოწყობის იდეით გამოვიდნენ.

ადგილობრივების განმარტებით, დაუშვებელია ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობა, რადგან ის ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

ჭოგნარის მცხოვრებლებმა ხელისუფლებასა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს.

მსგავსი სტატიები