სოფელ ძველ ხიბულაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 1,5 მილიონი დაიხარჯება

Construction News

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი წლის ბოლოსთვის იქნება მზად.

მშენებლობის ღირებულება 1,5 მილიონი ლარია. ამჟამად ძველი ხიბულის საბავშვო ბაღი განთავსებულია ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც ამორტიზებულია.

ძველ ხიბულაში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება, მიმდინარეობს სოფლის გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

მსგავსი სტატიები