სოფელ შატილში 250 კვტ სიმძლავრის ჰესი აშენდება

Construction News

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში, მდინარე არღუნზე 250 კვტ სიმძლავრის – “ბეტეხი ჰესი 1” აშენდება. პროექტს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორციელებს.

ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შატილისთვის, რადგან სოფელი არ არის ჩართული ერთიან ელექტროსისტემაში. გამომუშავებული ელექტროენერგია 0.4 კილოვატი ძაბვის ხაზით მთლიანად მიეწოდება ადგილობრივ მოსახლეობას და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შეუფერხებელი და უწყვეტი მომარაგებით.

მიმდინარე თვეში იგეგმება აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჭირო მომსახურების შესყიდვა.

მსგავსი სტატიები