სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება

Construction News

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება.

6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი და გასახდელები. მშენებლობა სავარაუდოდ 2020 წელს დასრულდება.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები