სოფელ კაბალში 300 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება

Construction News

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150-მდე სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას  განახორციელებს.  ამ ეტაპზე, ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს 40-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-პროექტირების და ათეულობით სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი. მათ შორის არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის 300 ბავშვიანი საჯარო სკოლა.

სოფელ კაბალის საჯარო  სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება. 

მსგავსი სტატიები