ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ არსებობდა სხვა სახლებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროებაც.
ადგილზე ტყიბულის თერჯოლისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი და 17 მეხანძრე მაშველი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.