სოფელ გლდანში,26 მაისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

Construction News

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 1,800 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგება კედელი, მოეწყობა დეკორატიული ღობე და განახლდება მემორიალი.

გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი და ლამაზი სკვერი შეემატება. სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მოსახლეობას დავპირდით, რომ არსებული სკვერის რეაბილიტაციას განვახორციელებდით და სამუშაოები დავიწყეთ. გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არაერთ მისამართზე მიმდინარეობს და წლის განმავლობაში, კიდევ ბევრი ლამაზი სივრცე მოეწყობა“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 129,921 ლარია გათვალისწინებული.

მსგავსი სტატიები