სოფელ გვიშტიბში 28 მილიონად დევნილთა საცხოვრებელი სახლები შენდება

Construction News

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 6 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა. მისი ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია. მშენებლობის დასრულების შემდეგ 420 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.

პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.  დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა 6 საცხოვრებელი ბინისა, სოფელ გვიშტიბში ასევე 2 საცხოვრებელი სახლის დაწყებული მშენებლობა დასრულდება.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მსგავსი სტატიები